ახალი ამბები

სამინისტროების კვირის მუშაობის მიმოხილვა. 15 – 22 სექტემბერი, 2001.

იუსტიციის სამინისტრო

19 სექტემბერს, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მან უზნეობა უწოდა ისეთ მთავრობაში ყოფნას, როგრიც მაჟამად საქართველოშია. 21 სექტემბერს სააკაშვილმა ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ 19 სექტემბერს უნდა გამართულიყო ოთხშაბათის ტრადიციული მთავრობის სხდომა, რომელზეც სააკაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან “ხმაურიანად” წასვლას გეგმავდა. როგორც ჩანს, სახელმწიფო კანცელარიაში ამის შესახებ წინასწარ იცოდნენ და სხდომა გადაიდო.

ამას გარდა, ადგლი ჰქონდა სააკაშვილის დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციის ბლოკირებას. რეგისტრაციის ვადა 21 სექტემბერის საღამოს ამოიწურა. 20 სექტემბერს კი, პრეზიდენტმა შევარდნაძემ სააკაშვილის გადადგომის შესახებ განცხადებას უარით უპასუხა. სააკაშვილიმა პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ობსტრუქცია უწოდა. მოაგვიანებით იმავე დღეს პრეზიდენტი იძულებული გახდა სააკაშვილის განცხადებისთვის ხელი მოეწერა, რადგან ექს-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის მეორე იურიდიული ფორმა გამოიყენა და პრეზიდეტნტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადებით მიმართა.

იუსტიციის მომავალი მინისტრის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ისეთ ადამიანს დანიშნავს, რომელიც ადვილად დემორჩილება ძალოვანი მინისტრებისა და კორუმპირებული კლანების ნება-სურვილს.

თანამდებობა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ოქრუაშვილმაც დატოვა.
 
* * *

იუსტიციის სამინისტრომ წინა კვირა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკურ მოძრაობა “მხედრიონს” რეგისტრაციაში არ გაატარებს. 17 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი წკრიალაშვილმა აღიარა, რომ “მხედრიონის” მიერ სამინისტროში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ფორმალურად წესრიგში იყო. თუმცა როგორც მინისტრის მოადგილემ დასძინა, სამინისტროში დეტალურად შეისწავლეს წარსულში “მხედრიონის” კრიმინალური საქმიანობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ორგანიზაციის პოლიტიკური მიზნები განსხვავდება მისი რეალური ზრახვებისგან.

იუსტიციის სამინისტროს ამ განცხადებამ არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლის ნანა კაკაბაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ “მხედრიონის” რეგისრტრაციაზე უარის თქმა ანტიკონსტიტუციურია. მოძრაობამ იუსტიციის სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.

* * *

22 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა 2002 წლის ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც უშუალოდ იუსტიციის სამინისტრო მომავალ წელს 3 მილიონ 640 მილიონი ლარით დაფინანსთება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის კი 9 მილიონ 305 მილინი ლარია გათვალისწინებული.      

ფინანსთა სამინისტრო

გასულ კვირას კონტროლის პალატამ ფინანსთა სამინისტრო თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და არაეფექტურ საქმიანობაში დაადანაშაულა. კონტროლის პალატის მიერ სამინისტროს შემოწმების შემდეგ გაკეთებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ სამინისტროს არაეფექტური საქმიანობის შედეგია 2001 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების აუცილებლობა. ამის საფუძველზე სმაინისტროს ანგარიშებს ყადაღა დაედო.

* * *

რუსეთი თანაახმა საქართველოს დავალიანების რესტრუქტურიზაცია შეღავათიანი პირობებით განახორციელოს. “პარიზის კლუბის” ჩარჩოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებით, საქართველომ ყოველწლიურად ვალის მომსახურეობისთვის 3% უნდა გადაიხადოს, ხოლო მთლიანი დავალიანება კი 2022 წლამდე უნდა დაფაროს.

რუსეთისადმი საქართველოს დავალიანება 156 მილიონ 800 ათასს დოლარს შეადგენს. რუსეთთან მოლაპარაკებები, საბოლოოდ ოქტომბერში დასრულდება. ფინანსთა სამინისტოს ცნობით, საქართველომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე შეთანხმებას 11 ქვეყანასთან მიაღწია.

* * *

გასურლ კვირას საბოლოოდ დადგინდა ის თანხა, რომლითაც 2001 წლის ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოხდეს. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 180 მილიონი ლარით შემცირდება. ეს შეეხება ფინანსთა სამინსტროს ეროვნული ბანკისადმი დავალიანებას – 65 მილიონი ლარი, წინა წლების დავალიანების დასაფარავად გათვალისწინებულ 55 მილიონ ლარს და საქართველოს საგარეო დავალიანებას – 60 მილიონი ლარი.

* * *

რამოდენიმეჯელ გადადებულ მთავრობის ხდომაზე, 22 სექტემბერს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 2002 წლის ცენტრალური ბიუჯეტი ხარჯვითი ნაწილის პარამეტრები წარმოადგინა, რომლითაც მინისტრთა და სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები უკმაყოფილონი დარჩნენ. ისინი დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

თავად ფინანსთა სამინისტრო 2002 წელს 3 მილიონ 834 ათასი ლარით დაფინანსთება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასულ კვირას, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ პირველად მოახდინა რეაგირება ჟურნალისტურ გამოძიებაზე და დამნაშავე სამართალდამცველები თანამდებობიდან მოხსნა. საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცება “60 წუთში” ნაჩვენებ ფაქტებს და კადრებს, რომელთა მიხედვითაც აშკარად ჩანს თუ როგორ აიძულებდა ჩუღურეთის რაიონის პოლიციის უფროსი და მისი რამოდენიმე თანამშრომელი ერთ-ერთ მოქალაქეს ცრუ ჩვენება მიერცა მეორე პიროვნების საწინააღმდეგოდ.

18 სექტემბერს, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბაკურაძემ განაცხადა, რომ ამ საქმეში ჩარეული ყველა პოლიციელი თანამდებობიდან არის მოხსნილი.

* * *

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წალკის რაიონში შინაგანი ჯარების შეყვანის შემდეგ, იქ სიტუაცია დარეგულირდა. 15 სექტემბრეს ადგილობრივ ბერძენ მოსახლეობას და სვანეთიდან გადმოსახლებულ ოჯახებს შორის დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუბა და ერთი დაშავდა. მომხდარის გამო რაიონში შინაგანი ჯარების ასეული იქნა შეყვანილი. როგორც შინაგანი ჯარების მეთაურმა გიორგი შერვაშიძემ განაცხადა, ინცინდენტს გართულება აღარ მოჰყოლია.

* * *

გასულ კვირას, შინაგან საქმეთა სამინსტრომ თბილისში მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებული ზომების გამოყენება დაიწყო. თბილისის პოლიციის მთავარი სამართველოს უფროსის კახა ბაკურაძის განცხადებით, ყოველდღე ქალაქში პატრულირებას გასწევს პოლიციის 100 თანამშრომელი. ისინი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მეტროებში, ბაზრებში, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს იმორიგევებენ. წესრიგის დაცვაზე მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.

* * *

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაზე პრივილეგირებულ სამინისტროდ იქნა მიჩნეული. ყოველ შემთხვევაში, 2002 წელს ყველაზე დიდი თანხები, სხვა სამინისტროებსა და უწყებებთან შედარებით სწორედ ამ სამართალდამცავ ორგანოს მოხმარდება. მომავალ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 59 მილიონ 841 ათას ლარს მიიღებს. თუმცა 22 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე სხვა მინისტრებთან შედარებით, ბიუჯეტის პროექტი ყველაზე მეტად სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ თანხის პირობებში კრიმინოგენული ვითარების გამოსწორება ქვეყარაში შეუძლებელი იქნება.

თავდაცვის სამინსტრო

21 სექტემბერს, ბოლნისის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ერთი პილოტი დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ელ – 29 ტიპის სასწავლო თვითბრინავმა ბოლნისში განიცადა კატასტროფა, როდესაც მისი პილოტი ავარიულ დაჯდომას ცდილობდა.

ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ძრავაში ფრინველის მოხვედრა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ პილოტმა მოასწრო გამოერთო ძრავი და თვითმფრინავი ისე დაესვა, რომ არ აფეთქებულიყო, იგი მაინც დაიღუპა.

* * *

როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი გერმანიის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინსტროს ნოემნერში 120 სატვირთო მანქანას გადასცემს. ამას გარდა საქრთველოს მხარეს გადმოეცემა საველე ტელეფონები, რაციები და სამედიცინო საშუალებები.

ოქტომბრში კი გერმანიის თავდაცვის სამინსტროს თანამშრომლები ქართველ კოლეგებს ზურგის უზრუნველყოფის საკითხებში კონსულტაციებს ჩაუტარებენ.

* * *

ფინანსთა სამინისტრომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თავდაცვის მინისტრის კატეგორიული მოთხოვნა და 2002 წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში შეიარაღებული ძალებისთვის 55 მილიონ 500 ათასი ლარი ჩაიდო. თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროსთვის 36 მილიონი ლარის გამოყოფა იყო დაგეგმილი. მინისტრი დავით თევზაძე კი 71 მილიონს ითხოვდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ა.შ.შ.-ში 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში დეზინფორმაციამ იმატა. თითქმის ყოველ დღე, რუსეთის საინფორმაციო საშუალებები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საქართველოში ჩეჩენ ტერორისტთა მოსამზადებელი ბაზებია განთავსებული. ოფიციალური თბილის ბრალდებას უარყოფს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საინფორმაციო ომის მიზნია საქართველოს ტერორისტების მფარველი ქვეყნის იმიჯი შეუქმნან. საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში უკვე აქტიურად განიხილება რუსეთის მიერ პანკისისა და კოდორის ხეობებში საომარი ოპერაციების განხორციელების საშიშროება.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება საკმაოდ მშვიდად არის და აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან საქართველოსგან დამოუკიდებლად მოსკოვი არანაირ სამხედრო ოპერაციას პანკისში არ ჩაატარებს.

ამავე დროს, საქართველო მოითხოვს პანკისის ხეობაში ეუთო-ს მონიტორინგის ჩატარებას, რათა საბოლოოდ დადასტურდეს, რომ ხეობაში ტერორისტების მოსამზადებელი ბაზები არ არის განთავსებული.  

* * *

17 სექტემბერს საქრთველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილი გაუგზავნა რუსეთის ვიცე-პრემიერს ილია კლებანოვს. წერილში რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებების გაჭიანურებასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული. საქართველოს მხარე მოითხოვს სასწრაფოდ განახლდეს მოლაპარაკებები სტამბოლის ეუთო-ს სამიტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

* * *

2002 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრო 5 მილიონ 568 ათასი ლარით დაფინანსდება. ბიუჯეტის პროექტში ცალკეა გამოყოფილი 16 მილიონ 900 ათასი ლარი, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლობებს მოხმარდება.

მსგავსი/Related

Back to top button