ახალი ამბები

პარლამენტის ბიუროს სხდომის მიმოხილვა. 10 სექტემბერი. 2001

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ 11 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკურ დებატებს დაეთმობა. მოხსენებებით წარდგებიან საპარლამენტო ფრაქციათა წარმომადგენლები და უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები. პოლიტიკურ მოხსენებას წაიკითხავს ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია.

პარლამენტის ბიურომ 11 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგში შეიტანა საგადასახადო შემოსავლების მინისტრის თანამდებობაზე ლევან ძნელაძის დანიშვნის საკითხი. ძნელაძის კანდიდატურა უკვე განიხილეს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო და გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტთა სხდომებზე და მისი დანიშვნა დადებითად შეაფასეს.

პარლამენტის ბიურომ ვერ შეძლო საშემოდგომო სესიის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას განცხადებით, პარლამენტში კანონშემოქმედებით საქმიანობას მისი მოადგილე, ვახტანგ რჩეულიშვილი კურირებს. მისი თქმით, რჩეულიშვილი, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია, ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას. `როგორც ჩანს, ის უფრო საინტერესო საქმიანობითაა დაკავებული~, – დასძინა ზურაბ ჟვანიამ. 

მსგავსი/Related

Back to top button