Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოზიცია გარკვევით უნდა დააფიქსიროს

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

ქართული პრესა შეძრწუნებულია აშშ-ში მომხდარი ტერაქტით და მასთან დაკავშირებულ სტატიებს ყოველ დღე აქვეყნებს. ტერაქტი უმეტესად განიხილება საქართველოში მისი შედეგების ჭრილში.

“თუ ამერიკელები ბინ ლადენს დაბომბავენ ავღანთში, არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა იგივე პანკისის ხეობაში გაიმეორონ”, აცხადებს საპარლამენტო უმრავლსობის ლიდერი რევაზ ადამია. მისი აზრით, ის ფონი, რომელიც იქმნება რუსეთში საქართველოსთან მიმართებაში, უფრო და უფრო სახიფათო ხდება. ის კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, თითქოს ამ რეგიონში ტერორისტებს ბანაკი ჰქონდეთ, თუმცა არაფერს ამბობს იმის შესახებ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად (“რეზონანსი”).

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ოფიციალურ დონეზე აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩეჩენი ბოევიკები ამ იმყოფებიან, სულ საპირიპიროს ამტკიცებს ფრაქცია “აღორძინების” ლიდერი ჯემალ გოგიტიძე. “დილის გაზეთისთვის” გაუგებარია აზრთა ასეთი შეუთანხმებლობა: “თუ საქართველოს ტერიტორიაზე მართლა იმყოფება ჩრდილოკავკასიელ ბოევიკთა ორგანიზებული, მრავალრიცხოვანი შენაერთი, მაშინ ქვეყნის ხელმძღვანელობამ უნდა განაცხადოს და განმარტოს, რატომ ხდება ასე”. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და, თუ ჩეჩენი ტეროტრისტები საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან, ცილისმწამებელს სათანადო პასუხი მოეთხოვოს.

საქართველო სისხლხორციელად უნდა იყოს დაინტერესებული ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხებით მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს როლი მეათეხარისხოვანია. “მართალია, საქართველოსთან მიმართებაში ტერორიზმის მასშტაბები გაცილებით მცირეა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება პრობლემას წავუყრუოთ”, წერს “დილის გაზეთი” და ყურადღებას ამახვილებს იმ ფატზე, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა კვლავ წამოატივტივა საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი ბოევიკების ყოფნის თემა.

რაც შეეხება იმ დახმარებას, რომელსაც აშშ საქართველოს ყოველწლიურად აწვდის, ამ თემასთან დაკავშირებით “რეზონანსი” ესაუბრა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელს რომან გოცირიძეს. გოცირიძის მიაჩნია, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებს, რომელთაც აშშ 100 მლნ დოლარ დახმარებას აძლევს, სეკვესტრი არ მოელით. “თუმცა გაცილებით უფრო მკაცრად იქნება წაყენებული პოლიტიკური და დემოკრატიული გარდაქმნის მოთხოვნა”, აცხადებს იგი.

მსგავსი/Related

Back to top button