skip to content
ახალი ამბები

ფრაქცია “21-ე საუკუნე” ქუჩის აქციების ჩატარებას გეგმავს

საპარლამენტო ფრაქცია “21-ე საუკუნე” ახალ მოძრაობას იწყებს და ქუჩის აქციების მოწყობას გეგმავს. 30 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის წევრმა, ელიზბარ ჯაველიძემ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, მასობრივი დემონსტრაციებისა და ხალხის ქუჩაში გამოყვანით ხელისუფლება იძულებული გახდება ახლახანს დამტკიცებული საარჩევნო კოდექსი და კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” შეცვალოს. ჯაველიძის განცხადებით, ქუჩის აქციების გამართვას კომუნისტებიც გეგმავენ, რომლებსაც ისინი სახელმწიფო გადატრიალების გეზით წარმართავენ.

მსგავსი/Related

Back to top button