ახალი ამბები

“ტრადიციონალისტები” არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდიან

ფრაქცია “ტრადიციონალისტი”, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 4 ნოემბერს დანიშნული არჩევნების გადავადების ინიციატივით გამოდის. ფრაქციის თავმჯდომარის, აკაკი ასათიანის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში, რომელიც 29 აგვისტოს გავრცელდა, ნათქვამია, რომ მიზანშეწონილია არჩევნების გადავადება 2002 წლის აპრილამდე, ევროსაბჭოს მიერ მითითებული ვადის ბოლო ზღვრამდე. მანამდე კი, ასათიანის განცხადებით, აუცილებლად უნდა იყოს მიღებული კანონი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button