ახალი ამბები

რას აპირებენ კოდორის ხეობაში თავმოყრილი ბოევიკები? – 13:45 სთ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 700-მდე შეიარაღებული ჩეჩენი აფხაზეთში შესვლას გეგმავდა. საპარლამენტო უმცირესობა (ბლოკი `აღორძინება~, რომლის ლიდერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე) ხელისუფლებას სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის გატარებაში ადანაშაულებს. უმცირესობის ლიდერი ჯემალ გოგიტიზე დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის მოსაზღვრე კოდორის ხეობაში თავმოყრილი ჩეჩენი ბოევიკები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შავი ზღვის სანაპიროს გავლით აპირებენ შეჭრას.

`მის პათოსს ეთანხმება საპარლამენტო ფრაქცია `ერთიანი საქართველოს~ ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა შევარდნაძე-ჟვანიას დაპირისპირებისაგან ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანასა და საქართველოში რუსეთის ინტერესების განხორციელებას ემსახურება~, წერს `რეზონანსი~.

მმართველი პარტია (მოქალაქეთა კავშირი), თავის მხრივ, რუსეთის ინტერესების გატარებაში თავად აჭარის ხელისუფლებას ადანაშაულებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ჩოლოქთან (აჭარა) ახლოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილის უკანონო გადაადგილების შესახებ იმსჯელეს. `ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებმა სამუდამოდ დატოვონ საქართველოს ტერიტორია, რადგან მათი აქ ყოფნა ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას~, აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ.

`საქართველოში არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე მმართველი და ოპოზიციური პარტიები თავს პოლიტიკური ქულების ჩაწერით ირთობენ, რეალურად კი მათი აზროვნების არეალი მოახლოებული არჩევნების ფარგლებს არ სცდება. წინასაარჩევნოდ აფხაზეთის კონფლიქტის თემის წამოწევა და მტრის ხატების შექმნა მათი საარჩევნო პროგრამის ნაწილს შეადგენს~, ასეთი შეფასება მისცა გაზეთმა ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, `რეზონანსის~ ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე, რუსეთმა გადმოსხა მედესანტეები, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი 13 ჩეჩენი ბოევიკის მოძებნა და მათი დაკავება. საქართველოში ჩეჩნეთის არაოფიციალური წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის განცხადებით, აღნიშნული ბეოვიკები არიან რუსეთის მოქალაქეები და არ არიან ჩეჩენი ეროვნებისა. შესაძლოა ისინი სპეციალურად იბრალებდნენ ჩეჩნობას, რისი შემთხვევაც მრავალჯერ ყოფილა. ალდამოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ ისინი სპეციალურად გადმოუშვა საქართველოს ტერიტორიაზე, რათა ქვეყანა პროვოკაციაში ჩაითრიოს.
`რეზონანსი~

მსგავსი/Related

Back to top button