ახალი ამბები

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალექსანდრე ვოინსკი დაინიშნა, იუწყება აფხაზური საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი” 17 სექტემბერს.

ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სტანისლავ ლაკობამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა აგვისტოში.

ალექსანდრე ვოინსკი ლაკობას მოადგილე იყო, ხოლო უშიშროების საბჭოში მისვლამდე სეპარატისტული რეგიონის საზღვაო ძალებს მეთაურობდა.

Back to top button