ახალი ამბები

ბესელიას შვილს გირაოთი გაანთავისუფლებენ, ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის ეკა ბესელიას არასრულწლოვან შვილს 3 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ, ხოლო ძმას აჭარის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბესელიას ოჯახის წევრებს კიდევ ორ პიროვნებასთან ერთად, რომელთაგანაც ერთ-ერთს გირაო, ხოლო მეორეს ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ბრალად ედებათ ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა 19 აგვისტოს ქობულეთის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ჩხუბის გამო.

ბესელიამ უარყო მისი ნათესავების მიმართ წაყენებული ბრალდებები და მათ დაკავებას პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდა.

Back to top button