
ახალი ამბები
მართლმადიდებელ ეკლესიას ”კონკორდატის” რევიზია დაუშვებლად მიაჩნია
საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფოსთან კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული სტატუსი და ”მისი რევიზია კონსტიტუციური ცვლილებების შემთხვევაშიც, იქნება ეს ახლა თუ მომავალში, დაუშვებლად მიგვაჩნია”.
საპატრიარქომ ეს განცხადება დღეს, მათი თქმით, რიგი პოლიტიკოსების მოწოდების საპასუხოდ გააკეთა ეკლესიის წარმომადგენელთა დაგეგმილ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესია არ ჩაერთვება იმ იურიდიული საკითხების განხილვაში, რომელიც მას არ ეხება, რადგან ”ეკლესია პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს”.
მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება 2002 წელს გაფორმდა.