
ახალი ამბები
ლუკაშენკო: ბელარუსის პარლამენტი სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე იმსჯელებს
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არ გამორიცხა, რომ 2009 წლის დასაწყისში ბელარუსის პარლამენტმა შესაძლოა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი განიხილოს.
”ახალი წლის შემდეგ ჩვენი პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს და თუ იქნება ხალხის და პარლამენტის ნება, პრეზიდენტი ხელს მოაწერს შესაბამის განკარგულებას,” – იტყობინება ”ინტერფაქსი” ლუკაშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ეს საკითხი 22 დეკემბერს, მისი მოსკოვში ვიზიტის დროსაც იქნა განხილული.
”აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხები – ეს იყო შტრიხი ჩვენ მოლაპარაკებებში,” – დასძინა მან.
ამ დრომდე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ აღიარეს.