skip to content
ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე ჰეიდი ტალიავინის შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს აგვისტოს მოვლენების საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს ჰეიდი ტალიავინის შეხვდა, რომელიც თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ჰაიდი ტალიავინის მოადგილემ უვე შრამმა, რომელიც 2001-2006 წლებში გერმანიის ელჩი იყო საქართველოში, ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარწმუნა კომისია, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

”ერთადერთი რაც უნდა ვთქვა ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის და ჩვენ ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ ამის გამო; ჩვენ ბედნიერები ვართ იმ თანამშრომლობის სულისკვეთების გამო, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოდის,” – განაცხადა შრამმა.

ვიზიტის ფარგლებში საგამოძიებო კომისიის წევრები ასევე გამართავენ შეხვედრებს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში.

თბილისში ვიზიტამდე ტალიავინი 9 დეკემბერს მოსკოვს სტუმრობდა.

იგი აგვისტოს მოვლენების  საგამოძიებო მისიას, რომლის შექმნასაც ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი, დეკემბრიდან ჩაუდგა სათავეში. მისია რომლის ბიუჯეტი 1,6 მლნ ევროს შეადგენს, სავარაუდოდ  2009 წლის ივლისის ბოლოს წარუდგენს ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს გამოძიების შედეგებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button