
ახალი ამბები
გაეროს უშიშროების საბჭო საქართველოს თხოვნას მომავალ კვირას განიხილავს
გაეროს უშიშროების საბჭო საქართველოს თხოვნას რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თაობაზე მომავალ კვირას განიხილავს.
”მე გავაცანი [საქართველოს] წერილი საბჭოს და ჩვენ ამ საკითხს მოგვიანებით მივუბრუნდებით,” – განუცხადა უშიშროების საბჭოს პრეზიდენტმა და გაეროში სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა დუმისანი ქუმალომ ჟურნალისტებს 17 აპრილს, ”ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და შევთანხმდით, რომ ამ წერილს შემდეგ შეხვედრაზე, შეიძლება ორშაბათს მივუბრუნდებით”.