
ახალი ამბები
გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთზე იმსჯელებს
გაეროს უშიშროების საბჭო 14 აპრილს განიხილავს გაეროს გენერალურმა მდივნის პან გუ მუნის მოხსენებას აფხაზეთის შესახებ.
თავის მოხსენებაში, რომელიც 4 აპრილს გამოქვეყნდა, გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულმა შედარებით სტაბილურმა ვითარებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მხარეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ ”მყარი სტაბილურობის პერიოდი ცეცხლის შეწყვეტის ზოლის გასწვრივ და კოდორის ხეობაში დაეხმარება მხარეებს შორის საკმაოდ გაუარესებული ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივას”.
გაეროს უშიშროების საბჭო ასევე განიხილავს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის, რომელიც 15 აპრილს იწურება, ექვსი თვით გაგრძელების საკითხის.