ახალი ამბები

მინისტრები რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს აღნიშნავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებმა 20 თებერვალს განაცხადეს, რომ რუსეთთან მთელ რიგ ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებში ”პოზიტიური სიგნალები” შეინიშნება.


”არსებობს პოზიტიური წინაპირობები პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის, სავიზო წესების გამარტივების და სავაჭრო-ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ”არსებობს წინაპირობა, რაც ფრთხილი ოპტიმიზმის საბაბს გვაძლევს”.


საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მოსკოვში 21 თებერვალს გაიმართება.


”ამ შეხვედრის შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი. ამ ეტაპზე არსებობს რუსეთიდან მომავალი პოზიტიური სიგნალები,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ეკა შარაშიძემ. 


 

Back to top button