skip to content
ახალი ამბები

ნატო-ს ეგიდით საჰაერო სწავლება იმართება

დღეს თბილისში, ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე საჰაერო სწავლება ”კოოპერატივ-აირჩერი – 2007” დაიწყო, რომელიც ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში იმართება.


წვრთნებში, რომელიც 19 ივლისამდე გაგრძელდება,  ნატო-ს წევრი ოთხი ქვეყანა (გერმანია, ბულგარეთი, თურქეთი და აშშ), რვა პარტნიორი (ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ხორვატია, მაკედონიის რესპუბლიკა, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო) და ასევე იორდანია მონაწილეობს.


სწავლება სტიქიური უბედურებების დროს სამაშველო ოპერაციების სცენარით განხორციელდება.


”საჰაერო სწავლების მიზანია ყველა მონაწილე ქვეყანამ ერთად გაიაროს წვრთნა, რათა მაქსიმალურად მოხდეს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება… მონაწილეები სწავლებას სხვადასხვა სახის საფრენი აპარატით გაივლიან,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button