skip to content
ახალი ამბები

თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

ქართული მხარის ცნობით, 28 მაისს ღამით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფელ თამარაშენს ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს.


ქართული მედიის ცნობით, ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან და ყუმბარტყორცნებიდან გაიხსნა.


თუმცა, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლი ცხინვალის და ოსურ სოფელ კვერნეთის მიმართულებით.


ამასობაში, რამდენიმე ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლებისაგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა.


”ჩვენ, კონსერვატიული პარტია, მოვითხოვთ საქართველოს სპეცსამსახურებმა ჩაატაროს სპეცოპერაცია [სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ] კოკოითის წინააღმდეგ… ერთსაათიანი სპეცოპერაცია საკმარისი იქნება ამ სეპარატისტის [კოკოითის] დასაჭერად,” – განუცხადა დეპუტატმა ბიძინა გუჯაბიძემ კონსერვატიული პარტიიდან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს 29 მაისს.

”სპეცოპერაციის თემა არ საჭიროებს ტელევიზიით დისკუსიას და ეს საკითხი ასე არ წყდება,”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კოტე გაბაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button