skip to content
ახალი ამბები

მრეწველთა ლიდერები ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ

ოპოზიციური პარტია მრეწველების ლიდერები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე დღეს ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც დაგეგმილია მათი შეხვედრა ალტერნატიულ პრეზიდენტთან დიმიტრი სანაკოევთან. შეხვედრა ქურთაში შედგება.


როგორც ”სივილ ჯორჯიას” პარტიის პრესსამსახურში აცნობეს, შეხვედრაზე განიხილება კონკრეტული ბიზნეს-ინიციატივები და ასევე რეგიონში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შექნის საკითხი.


მრეწველთა ლიდერები ასევე შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას. 


არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში მათ შეხვედრა გამართონ ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან.


გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში ანალოგიურ ვიზიტებს სხვა საპარლამენტო ოპოზიციური ძალებიც გეგმავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button