ახალი ამბები

”ნაციონალურმა მოძრაობამ” უმრავლესობიდან დეპუტატი გარიცხა

საპარლამენტო უმრავლესობამ დეპუტატი გიორგი წულაია, რომელიც პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით მოხვდა, საკუთარი რიგებიდან გარიცხა.


ოფიციალური განმარტებით, ამის მიზეზი ფრაქციასა და დეპუტატს შორის პოზიციათა შეუთავსებლობა და მნიშვნელოვან საკითხებზე კენჭისყრებში მონაწილეობისაგან თავის არიდება იყო.


დეპუტატმა წულაიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ნაციონალებთან უთანხმოება და განაცხადა, რომ ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთებას თავადაც აპირებდა.

Back to top button