skip to content
ახალი ამბები

შსს უარყოფს კავშირს გალში ვითარების დაძაბვასთან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო “სიცრუეს“ უწოდებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებას, თითქოს გალის რაიონში მკვლელობათა სერიის დაწყებამდე “ზუგდიდში შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა და ქართულმა სპეცსამსახურებმა ქართული პარტიზანული ჯგუფები იარაღით მოამარაგეს“.


ეს განცხადება სერგეი ბაღაფშმა 26 დეკემბერს გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მილიციის უფროსის ალიკ ხიშბას მკვლელობის შემდეგ გააკეთა. ერთი დღით ადრე  კი გალის რაიონის მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბა იმსხვერპლა სოფელ ჭუბურხინჯში მანქანის აფეთქებამ.


“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განაცხადოს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალის რაიონში ვითარების დაძაბვამდე, ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა და ქართველ საველე მეთაურებს გალის ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობის გააქტიურებისკენ მოუწოდა, არის სრული სიცრუე და სინამდვილეს არ შეეფერება“, – ნათქვამია 27 დეკემბერს შსს–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button