skip to content
ახალი ამბები

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ლიცენზია 10,3 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა

“ჯეოკომ ინვესტმა” მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია აუქციონის წესით 17,8 მლნ ლარად (10,3 აშშ დოლარად) შეიძინა, იტყობინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 25 დეკემბერს.


“ჯეოკომ ინვესტი” ნაკლებად ცნობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ტელეკომუნიკაციების ბაზარზე არასოდეს მოქმედებდა.


“მაგთიკომი” და შპს “სერვისლაინი”  ასევე იღებდნენ მონაწილეობას აუქციონში.


ლიცენზიის საწყისი ფასი 7,7 მლნ ლარი იყო.


საქართველოში ორი მთავარი მობილური ოპერატორი მოქმედებს: “ჯეოსელი“ და “მაგთიკომი“. ბაზარზე შემოსვლას გეგმავს ასევე რუსული კომპანია “ვიმპელკომი “.

This post is also available in: English Русский

Back to top button