ახალი ამბები

საქართველოდან რუსული სამხედრო დაჯგუფების შტაბის კიდევ ერთი ეშელონი გადის

დღეს საქართველოს ტერიტორია ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის ნაწილმა დატოვა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიდან ამჯერად ცხრა ვაგონი გავიდა. მასში მოთავსებული იყო ერთი ურალის და ორი კამაზის ტიპის სპეცმანქანა, 1,5 ტონა სხვადასხვა სახის წვრილკალიბრიანი იარაღი, 1 ტონა თვითმავალი საარტილერიო დანადგარის საბრძოლო მასალა, შტაბის არქივი და სხვადასხვა სახის მატერიალური ქონება.


სამხედრო ტექნიკა საქართველოდან აზერბაიჯანის გავლით რუსეთში გაემგზავრა.


საქართველოდან 23 ნოემბერს უკვე გავიდა ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სამხედრო ეშელონი. შემდეგი ეშელონი კი ვაზიანის სამხედრო რკინიგზის ბაქანს 7 დეკემბერს დატოვებს.


 

Back to top button