skip to content
ახალი ამბები

სოხუმი 2007 წლის საბიუჯეტო პარამეტრებს განსაზღვრავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საშემოსავლო ნაწილი 1,2 მილიარდი რუსული რუბლით (დაახლოებით 44,5 მილიონი აშშ დოლარი) განისაზღვრა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი”.


ეს მაჩვენებელი 2006 წლის ბიუჯეტის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება. ინფორმაცია ხარჯებისა და სხვა მონაცემების შესახებ არ ვრცელდება.


“აფსნიპრესის“ ცნობით, 2007 წლის ბიუჯეტის პროექტი 17 ოქტომბერს აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს იქნა განხილული.


ამავე ინფორმაციის თანახმად, 2007 წლის იანვრიდან თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლება სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასების 30%-იან ზრდას გეგმავს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button