skip to content
ახალი ამბები

ტალიავინიმ სოხუმში შეხვედრები გამართა

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა, იუწყება “აფსნიპრესი“ 20 ივნისს.


შეხვედრებზე განიხილეს კონფლიქტის დარეგულირების შესახებ თბილისისა და სოხუმის ბოლოდროინდელი წინადადებები, ასევე უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის გალის რაიონში მართლწესრიგის უზრუნველყოფის შესახებ.


“აფსნიპრესის” ცნობით, ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება ქართული და აფხაზური მხარეების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფების შეხვედრის გრაფიკზე. კერძოდ, სამუშაო ჯგუფები ეკონომიკურ საკითხებზე 27 ივნისს, უსაფრთხოების საკითხებზე – 30 ივნისს და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე 1 ივლისს შეიკრიბებიან.

საკოორდინაციო საბჭომ, რაც თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგის მექანიზმად მიიჩნევა, 5–წლიანი პაუზის შემდეგ მაისში განაახლა ფუნქციონირება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button