skip to content
ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერები ჩრდილოეთ ოსეთს ესტუმრნენ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში, 6 ივნისს ვლადიკავკაზს ესტუმრნენ და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თეიმურაზ მამსუროვს შეხვდნენ, იუწყება “იტარ-ტასი“. 


ჩრდილოეთ ოსეთში დე ფაქტო პრეზიდენტები მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ცხინვალში აფხაზეთის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა აფხაზეთთან და ჩრდილოეთთან ინტეგრაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ “ყველა, ვისაც სურს მშვიდობა კავკასიაში, მოიგებს ამ მეგობრული ურთიერთობებისგან”.


თეიმურაზ მამსუროვმა აღნიშნა, რომ “სამ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები უნდა გახდეს მტკიცე საფუძველი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის”. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button