
ახალი ამბები
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ინციდენტი მოხდა
ქართული მედიის ცნობით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, გალის რაიონის სოფელ გაგიდაში დაუდგენელი პირები სამგზავრო ავტობუსს დაყაჩაღების მიზნით დაესხნენ თავს.
სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის მოზარდი გიორგი ჯინჯოლია.
დაჭრილები ზუგდიდის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.