ახალი ამბები

გაზეთი ჯავშანსატანკო ქარხანაში ძარცვის თაობაზე იტყობინება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჯავშანსატანკო ქარხანაში 17-18 ოქტომბრის ღამეს ძარცვა მოხდა.


გაზეთი “კვირის პალიტრა“ იტყობინებოდა 24 ოქტომბერს, რომ ჯავშანტექნიკის ათობით ნაწილი იქნა მოპარული ქარხნიდან, მას შემდეგ რაც 300–მდე ერთეული ტანკი და ჯავშანტექნიკა ქარხანაში შესაკეთებლად მიიტანეს. ქარხანა რუსულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ივნისში გადასცა.


გაზეთი ასევე იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მოიპარეს სატანკო ტყვიამფრქვევები და პორტატული რადიო სადგურები.    

Back to top button