skip to content
ახალი ამბები

აშშ გმობს ცხინვალის ინციდენტს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს 20 სექტემბერს ცხინვალში მომხდარ აფეთქებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყონებლივ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებიც უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტის უკან დგანან.


“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს მხარეებს იმუშავონ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, საქართველოს ფარგლებში რეგიონის სტატუსის განსაზღვრის მიზნით“,– ნათქვამია 22 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამერიკის შეერთებული შტატები თავშეკავებისკენ მოუწოდებს მხარეებს, რათა შეასრულონ არსებული შეთანხმებები დაძაბულობის შემცირებისა და კონფლიქტის მოგვარების მიზნით.


“რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას თავი შეიკავოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მხარდაჭერისგან. ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაეხმაროს მხარეებს თავიდან აიცილონ პროვოკაციები, რადგანაც ჩვენ ყველა ერთად მოლაპარაკებების გზით ვმუშაობთ კონფლიქტის მოგვარებაზე“,– ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button