ახალი ამბები

ბურჯანაძე რუს სამშვიდობოებს აკრიტიკებს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები გააკრიტიკა და უმოქმედობის გამო მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.


“ცოტა ხნის წინ პრაქტიკულად რუსი სამშვიდობოების თვალწინ მოხდა ადამიანების გატაცება[ცხინვალის რეგიონში]… ჩვენ აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვები გვაქვს რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით და ამ შეკითხვებს აუცილებლად დავსვამთ“, – განუცხადა 20 სექტემბერს ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.


19 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო ძალების როლსა და საქმიანიბის შესახებ დადგენილების პროექტის მომზადება დაავალა. პარლამენტი ამ დადგენილებას მოსალოდნელია, რომ 27–30 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

Back to top button