skip to content
ახალი ამბები

პრაიმერში “ახალი მემარჯვენეები” ლიდერობენ

წინასწარი შედეგებით, ოთხიდან სამ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ პრაიმერში “ახალი მემარჯვენეების” კანდიდატები ლიდერობენ. საარჩევნო კომისია, რომელიც პრაიმერის ადმინისტრირებას ახორციელებს, საბოლოო შედეგებს ორშაბათს გამოაცხადებს.


“ახალი მემარჯვენეების” კანდიდატები სამ საარჩევნო ოლქში ლიდერობენ: გიორგი მოსიძე – ისნის მაჟორიტარულ ოლქში, ნინო ქვარიანი – ტყიბულის მაჟორიტარულ ოლქში, როინ ნიჟარაძე – შუახევის მაჟორიტარულ ოლქში.


“კონსერვატორების” წევრი ჯუმბერ თავართქილაძე ბათუმის მაჟორიტარული ოლქის გამარჯვებული კანდიდატია.


ოპოზიციური პარტიები “ახალი მემარჯვენეები”, “კონსერვატორები” და პარტია “თავისუფლება” აგვისტოს დასაწყისში შეთანხმდნენ 1 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური მაჟორიტარული არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატები წარედგინათ.


ოპოზაციური პარტიები თავიდანვე შეთანხმდნენ “კონსერვატორების” წევრის ჯიმშერ ჯინჭარაძის კანდიდატურა ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ერთიან კანდიდატად წარედგინათ. ამიტომ, ამ ოლქში პრაიმერი არ ჩატარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button