
აფხაზეთში დსთ–ს კოლექტიურმა ძალებმა ფართომასშტაბიანი წრთვნები გამართეს
13–16 სექტემბერს ქართულ–აფახაზური კონფლიქტის ზონაში მყოფმა დსთ–ს კოლექტიურმა სამშვიდობო ძალებმა ფართომასშტაბიანი სამეთაურო–საშტაბო წრთვნები გამართეს, რომლის თემაც იყო – “კოლექტიური სამშვიდობო ძალების შტაბის, ნაწილების და ცალკეული დანაყოფების მაღალი დონის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა იმ პირობებში, თუკი კონფლიქტის რომელიმე მხარე განაცხადებს, რომ წყვეტს სამშვიდობო ოპერაციას“, იუწყება “აფსნიპრესი” 16 სექტემბერს.
წვრთნებს, რომლის მიზანიც იყო სამშვიდობო ძალების საბრძოლო უნარის შემოწმება, დსთ–ს კოლექტიური ძალების მეთაური სერგეი ჩაბანი ხელმძღვანელობდა.
წვრთნების შტაბის მეთაურის ევგენი კონდრატიევის განცხადებით, სამშვიდობო ძალები მზად არიან არ დაუშვან დაძაბულობის ესკალაცია რეგიონში. “როგორც წვრთნებმა გვიჩვენა, ამისთვის ჩვენ საკმაო ძალა შეგვწევს“,– დასძინა კონდრატიევმა.