ახალი ამბები

ბურჯანაძე: პრეზიდენტმა თბილისის მერის გადაწყვეტილება შეაჩერა

4 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გაახმოვანა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება თბილისის მერის გიგი უგულავას ბრძანების შეჩერების თაობაზე, რომელიც მოსწავლე –ახალგაზრდობის სასახლის შენობის საბალეტო სკოლისთვის გადაცემას ითვალისწინებს.


“არ შეიძლება ეს საკითხი ხელაღებით გადაწყდეს. ერთი მოსწავლეც კი არ უნდა გრძნობდეს დაზარალებულად თავს ამ გადაწყვეტილების შედეგად“, განუცხადა 4 სექტემბერს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


მისი თქმით, მერის ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაზე სპეციალური კომისია იმსჯელებს.


მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ცნობილ საზოგადოებრივ სახეებთან ერთად გააპროტესტეს თბილისის მერის გადაწყვეტილება მათი შენობის იმ საბალეტოს სკოლისთვის გადაცემის თაობაზე, რომელსაც ცნობილი ბალერინა, ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიშვილი უდგას სათავეში.

Back to top button