
ახალი ამბები
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეზე თბილისის მერის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა
თბილისის მერის გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს გადაეცა საბალეტო სკოლის განთავსების მიზნით.
მერის ამ გადაწყვეტილებას სასახლეში მომუშავე პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც სასახლის დატოვებას და მათთვის გამოყოფილ ახალ შენობაში გადასვლას არ აპირებენ, პროტესტით შეხვდნენ. 1 სექტემბერს მათ გვერდით საზოგადოების ცნობილი სახეებიც დადგნენ.
აქციამ შედარებით ფართო მასშტაბები მას შემდეგ მიიღო, რაც 31 აგვისტოს თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მერიის პოზიცია არ შეიცვლება და მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეს “საბჭოეთის” გადმონაშთი უწოდა.