skip to content
ახალი ამბები

პირველმა რუსულმა სამხედრო კოლონამ საქართველო დატოვა

1 აგვისტოს ცხრა მანქანისაგან შემდგარმა რუსეთის სამხედრო კოლონამ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარი გადალახა და რუსეთში გადავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმის სამხედრო ბაზიდან საზღვრამდე მისვლას ორი დღე მოანდომა.


მთელი გზის მანძილზე კოლონა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში იყო. იგი პირველი სამხედრო კოლონაა, რომელმაც საქართველო რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმების საფუძველზე დატოვა.


კოლონა საკმაოდ ნელა მოძრაობდა და დროდადრო ისვენებდა მანქანების შესაკეთებლად, რომლებიც ქართული მხარის განცხადებით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.


სამხედრო მანქანებმა ბათუმის ბაზა 30 ივლისს დილით დატოვეს. მოსახლეობამ ისინი ყვავილებითა და შამპანიურებით გააცილა.


30 მაისს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების თანახმად, 1 სექტებრისათვის 40–მა ერთეულმა მძიმე ტექნიკამ, მათ შორის 20–მა ტანკმა უნდა დატოვოს ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები. მთლიანად გაყვანის პროცესი 2008 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button