skip to content
ახალი ამბები

თბილისი და მოსკოვი სამხედრო ტექნიკის გატანის მარშრუტზე მსჯელობენ

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები 25–26 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავენ ბათუმისა და ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზებიდან ტექნიკისა და შეიარაღების გატანის მარშრუტის დადგენის თაობაზე.


„შეხვედრაზე განვიხილავთ იმ საკითხებს, რომელიც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. კერძოდ, სამხედრო ტრანზიტის საკითხებს. დღის წესრიგში რუსული ბაზებიდან სამხედრო ტექნიკის გატანის მარშრუტი და მეთოდი,“ – იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის ლევ მირონოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები 30 მაისს შეთანხმდნენ, რომ რუსული სამხედრო ბაზები 2008 წლის განმავლობაში დაიხურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button