skip to content
ახალი ამბები

აშშ–ს საელჩო ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილის დაკავებას მიესალმება

21 ივლისს აშშ–ს საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პრეზიდენტ ბუშის  თბილისში ვიზიტისას ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია:


“აშშ-ს საელჩო მიესალმება 2005 წლის 10 მაისს თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ ბუშის გამოსვლის დროს ხალხში ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ფაქტს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობით, გულმოდგინე გამოძიებითა და საქმისადმი თავდადების წყალობით შეძლო ეჭვმიტანილის დაკავება. აშშ-ს მთავრობა აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ მძიმე შრომას, ისევე როგორც ქართველ სამართალდამცავთა სიმამაცესა და თავდადებას.  ინფორმაციის გაზიარების, მოკავშირეობისა და გამოცდილების ხარისხი წარმოადგენს სამართალდამცავი უწყებების საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს. სამართალდამცავთა ამ გამარჯვებას სამწუხაროდ თან ახლავს მეტად სევდიანი გარემოება. ეჭვმიტანილის დაკავების პროცესში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს მამაცი ოფიცერი ზურაბ ქვლივიძე. ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნასა და თავგანწირვას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახსა და მეგობრებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button