ახალი ამბები

თბილისში ადგილობრივ თვითმმართველობის საკითხებზე იმსჯელებენ

20–21 ივლისს საქართველოს ადგილობრივ ხელისუფალთა ეროვნული ასოციაციის კომიტეტის რიგით მე–6 სხდომა თბილისში ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება.


შეხვედრაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენლებიც ესწრებიან, განიხილება კანონპროეტი ადგილობრივ თითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ, ადგილობრივ ხელისუფალთა ასოციაციის რეზოლუცია მერების არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.


ორდღიან შეხვედრას ევროპის საბჭოს ექსპერტები შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენით შეაჯამებენ.

Back to top button