ახალი ამბები

ბაღაფში: სააკაშვილთან შეხვედრა გაურკვეველი ვადით იწევს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გაზეთ “ვრემია ნოვოსტეი“–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბათუმში 10–11 ივლისს გამართული საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, სადაც სამხრეთ ოსეთის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო გეგმა განიხილეს, საქართველოს პრეზიდენტთან მისი შეხვედრის შესაძლებლობამ გაურკვეველი ვადით გადაიწია.


“მე ვიცნობ ამ კონფერენციის მასალებს და მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებს… თუ იგი ძალისმიერი გზით აპირებს [კონფლიქტების] გადაწყვეტას, ეს მისი საქმეა, ჩვენი საქმე კი წინააღმდეგობის გაწევაა“, აცხადებს ბაღაფში.


თუმცა იგი არ აკონკრეტებს, თუ  პრეზიდენტ სააკაშვილის რომელ კონკრეტულ გამონათქვამს გულისხმობს. ბაღაფშის თქმით, ბათუმში გაჟღერებული ყველა განცხადება მისთვის მიუღებელია.


კითხვაზე  – არ ურჩევს მათ რუსეთი წავიდნენ პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებებზე, ბაღაფში აცხადებს, რომ “ჩვენ თავად ვაწარმოებთ საგარეო პოლიტიკას, ვიცით რა ვაკეთოთ. რუსეთი ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებს ლოიალურად უდგება, ჩვენ კი გაცილების მკაცრი პოზიცია გვიკავია“.

Back to top button