skip to content
ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთს უკანონო საზღვაო მოძრაობის თაობაზე გაფრთხილებას აძლევს

14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა დააკავებს აფხაზეთის პორტებში საქართველოს ხელისუფლებისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე უკანონოდ მიმავალ ნებისმიერ გემს და ტვირთებს.


საქართველომ გასული წლის აგვისტოში განაცხადა, რომ იგი კონტრაბანდასთან ბრძოლის მიზნით კეტავს საზღვაო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს. მას შემდეგ საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთისკენ, ძირითადად თურქეთიდან, მიმავალი რამდენიმე გემი დააკავა.


ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ინციდენტი 3 ივლისს მოხდა, როდესაც ქართულმა მხარემ სამშენებლო მასალითა და ხორბლით დატვირთული თურქული გემი დააკავა. მოგვიანებით, ტვირთი აფხაზურ მხარეს გადაეცა, თუმცა თურქული გემის ეკიპაჟი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის კვლავ პატიმრობაში რჩება.


აფხაზურმა მხარემ დაგმო ინციდენტი და იგი ქართული მხარის მიერ რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობად შეაფასა.


საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში გემების უკანონო მოძრაობა “ზრდის აფხაზეთის ტერიტორიაზე და მის გავლით კონტრაბანდის, მათ შორის იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის, ასევე ტერორისტთა გადაადგილების ალბათობას“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button