
ახალი ამბები
სააკაშვილი: განათლების სისტემაში კორუფციის ეპოქა დასრულდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლების სისტემაში რეფორმის მნიშვნელოვან ეტაპს უწოდებს დღეს დაწყებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
“საქართველოს განათლების სისტემაში მთავრდება კორუფციის, ჩაწყობის ეპოქა. დგება დრო, როცა გამოსავალი შრომა, მეცადინეობა და საკუთარი შრომით შედეგის მიღწევაა“, განაცხადა დღეს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც ახალი წესებით პირველად ტარდება, მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ივლისს დაიწყო და მასში მონაწილეობას 32 ათასი აბიტურიენტი იღებს. გამოცდები 21 ივლისს დასრულდება, ხოლო საბოლოო შედეგები 20 აგვისტოსთვის გახდება ცნობილი.