skip to content
ახალი ამბები

რაისი კონფლიქტებზე და სამხედრო ბაზებზე კომენტარს აკეთებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 1 ივლისს ვაშინგტონში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-14 სხდომაზე განაცხადა, რომ კონფლიქტები კავკასიასა და მოლდოვაში მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. 


“გაყინული კონფლიქტები კავკასიასა და მოლდოვაში მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. და დაძაბულობაც ამ რეგიონებში უნდა შემცირდეს რუსეთის მიერ სტამბოლის ვალდებულებების შესრულების შედეგად. რუსეთსა და საქართველოს შორის ცოტა ხნის წინ მიღწეული შეთანხმება დადებითი ნაბიჯია ამ ვალდებულებების შესრულებისკენ“, განაცხადა კონდოლიზა რაისმა.


რუსეთი და საქართველო 30 მაისს შეთანხმდნენ, რომ რუსეთი თავის ორ სამხედრო ბაზას ბათუმიდან და ახალქალაქიდან 2005–2008 წლების განმავლობაში გაიყვანდა.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button