
ახალი ამბები
მოსკოვის მტკიცებით, ტერორისტები ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს გავლითაც ხვდებიან
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა იური საპუნოვმა 23 ივნისს განაცხადა, რომ “ტერორისტები“ ჩრდილოეთ კავკასიაში თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით შედიან, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.
“ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი ქმედებების განხორციელებისას ჩვენ ბევრჯერ მივიღეთ იმის დასტური, რომ ტერორისტების ჩრდილოეთ კავკასიაში მოხვედრის მარშრუტი იწყება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ტერიტორიაზე და თურქეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის“, განაცხადა იური საპუნოვმა.