
ახალი ამბები
სოხუმი რუსული სამშვიდობო ძალების შეცვლის წინააღმდეგია
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში წინააღმდეგია ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობოების სხვა ძალით შეცვლის, იუწყება “აფსნიპრესი“ 23 ივნისს.
“მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობოებს ფორმალურად დსთ–ს კოლექტიური ძალები ეწოდებათ, მთელი 11 წლის განმავლობაში სამშვიდობო ოპერაციას რუსეთი ასრულებს“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
მისი თქმით, აფხაზეთის მთავარი პარტნიორი რუსეთია და “ამ მიმართულებით კურსი უცვლელია“.
ცოტა ხნის წინ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ თბილისი აფხაზეთში გალაგებულ სამშვიდობოთა კონტიგენტის ინტერნაციონალიზაციის მომხრეა.