
ახალი ამბები
ხაინდრავა კულახმეტოვს თბილისში შეხვდა
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი დღეს თბილისში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გოგა ხაინდრავას შეხვდა.
შეხვედრა დახურული იყო და მისი დასრულების შემდეგაც არ გაკეთებულა კომენტარები.
სავარაუდოდ, კულახმეტოვმა და ხაინდრავამ ცხინვალიდან 6 ივნისს უკვალოდ გაუჩინარებული ქართველების სამძებრო ღონისძიებები და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს.
უკვე მეორე დღეა ქართველი და ოსი სამართალდამცავები სამშვიდობო ძალებთან ერთად გაუჩინარებულ ქართველებს ეძებენ, თუმცა ჯერ–ჯერობით უშედეგოდ.