
ახალი ამბები
საქართველო მიესალმება ბაზებზე რუსეთის ახალ წინადადებებს, თუმცა უთანხმოება მაინც რჩება
თბილისი აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ ცოტა ხნის წინ შემოთავაზებული წინადადება სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების და პირობების თაობაზე “უფრო მისაღებია“, რამაც აიძულა ოფიციალური თბილისი თავი შეეკავებინა “მკაცრი“ სანქციებისგან ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული ბაზების წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და ახლა ექსპერტებზეა დამოკიდებული პროცესის დეტალებზე შეთანხმება.
16 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვის ახალი შემოთავაზების რამდენიმე დეტალი გააჟღერა.
მისი თქმით, გასულ კვირას მიღებული ახალი წინადადებების თანახმად, რუსული მხარე თანახმაა