
ახალი ამბები
მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს შეხვედრას ქართული დელეგაცია დაესწრება
14-21 აპრილს ვაშინგტონში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაზე დასასწრებად ფინანსთა მინისტრის ვალერი ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშია ასევე ეკონომიკის განვითარების მინისტრი ალექსი ალექსიშვილი, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.