skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე ბენილუქსის ქვეყნებიდან ელჩის გამოწვევის გამო საგარეო უწყებას აკრიტიკებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გამოწვევის გამო გააკრიტიკა, რაც დროში ბურჯანაძის ბრიუსელში ვიზიტს დაემთხვა. 


“ვფიქრობ უპრეცედენტო და არაეთიკური შემთხვევაა [ელჩის] გამოწვევის შესახებ წერილის გაგზავნა, მაშინ, როცა ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს ახლავს ოფიციალურ მოლაპარაკებებზე“, განუცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედს“ 13 აპრილს. მან აქვე დასძინა, რომ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი. ბურჯანაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ახსნა-განმარტება მოსთხოვა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომელიც პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს ახალ ელჩად უკვე წარადგინა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button