skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე ევროკავშირს საზღვარზე მონიტორინგის განხორციელებას სთხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძე, რომელიც 12 აპრილს ბრიუსელში ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას შეხვდა, რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა მიატოვოს საქართველო “რუსეთთან პირისპირ მისთვის ძალიან რთულ ვითარებაში.”  


საქართველომ მას შემდეგ მიმართა ევროკავშირს საქართველო–რუსეთის საზღვარზე მონიტორინგის განხორციელების თხოვნით, რაც რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის მანდატის გაგრძელებას. ნინო ბურჯანაძემ 11 აპრილს განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირს სთხოვს მონიტორინგის განხორციელებას საზღვარზე, „მითუმეტეს, რომ რუსეთს ევროკავშირში ვეტოს უფლება არ აქვს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button