ახალი ამბები

სოხუმს რუსი სამხედროები სტუმრობენ

საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ  რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების დელეგაცია იმყოფება სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილის ვალერი ევნევიჩის ხელმძღვანელობით.


დელეგაციამ მოინახულა სამშვიდობო ძალების დისლოკაციის ადგილი  და შეამოწმა მათი საბრძოლო მომზადება. 


ევნევიჩმა დადებითად შეაფასა ქართულ-აფხაზური კონფიქტის ზონაში დსთ-ის სამშვიდობო ძალების საქმიანობა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მოგვარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის საქმეში. 


 


 

Back to top button