
ახალი ამბები
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის პირველ დღეს, 10 თებერვალს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 9 თებერვალს განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული დაღუპვის გამო საგაზაფხულო სესიის გახსნის ცერემონიალი პომპეზური არ იქნება.
დღესვე პრეზიდენტი პარლამენტს ოფიციალურად წარუდგენს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ზურაბ ნოღაიდელს.
პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ დაგეგმილია ფრაქციათა ლიდერების გამოსვლები.