ახალი ამბები

ცხინვალის ხელისუფლების გატაცებული მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სუხიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 22 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩარევით მოხერხდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრის მოადგილის მახარ გასიევის მძევლობიდან გაათავისუფლება.


თუმცა 11 სხვა ოსი ეროვნების მოქალაქე კვლავაც მძევლობაში რჩება.


გასიევი 22 იანვარს დააკავეს რამოდენიმე ოსი ეროვნების პირთან ერთად. სავარაუდოდ, ისინი ქართველი პოლიციელის ლადო ჩალაურის ახლობლებმა გაიტაცეს. ოსური მხარის მიერ გატაცებული ჩალაური კვლავაც ცხინვალის ხელისუფლების პატიმრობაში რჩება.

Back to top button